მონაცემთა დამმუშავებელი: შპს „ლიბო გრუპ" (ს/კ 206314898), დ. გურამიშვილის გამზ. 84, 0178, თბილისი, საქართველო. მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაგვიკავშირდით: contact@libogroup.ge, ტელ. +995 511 10 79 92. ბრენდები: Bioten, Flormar.
1. რა მონაცემებს ვამუშავებთ
შეკვეთის შესრულებისა და მომსახურების გაწევის მიზნით ვამუშავებთ: სახელს და გვარს, მიწოდების მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელ. ფოსტას, შეკვეთის ისტორიას.
გადახდის მონაცემები: ბარათით გადახდა მუშავდება უშუალოდ ბანკის/ავტორიზებული გადახდის პროვაიდერის მიერ. კომპანია არ იღებს და არ ინახავს ბარათის სრულ ნომერს, CVV-ს, პაროლებს ან უსაფრთხოების კითხვებს — მათზე წვდომა კომპანიას არ აქვს.
2. დამუშავების მიზანი და საფუძველი
მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელი და პროპორციულია მიზნისთვის: შეკვეთის შესრულება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კანონით დაკისრებული ვალდებულებები. საფუძველი — ხელშეკრულების შესრულება, კანონისმიერი ვალდებულება ან მომხმარებლის თანხმობა.
3. პირდაპირი მარკეტინგი
მარკეტინგულ შეტყობინებებს (ელ. ფოსტა, SMS) გამოგიგზავნით მხოლოდ თქვენი წინასწარი, ცალკე გამოხატული თანხმობის საფუძველზე. ეს თანხმობა:
- გამოხატულია ცალკე, დამოუკიდებლად — არ არის გაერთიანებული მომსახურების პირობებზე თანხმობასთან ან შეკვეთის შესრულებასთან;
- ნებისმიერ დროს შეიძლება უფასოდ და მარტივად გამოხმობა — თითოეულ შეტყობინებაში მოცემული ბმულით ან წერილით contact@libogroup.ge;
- გამოხმობის შემდეგ მარკეტინგული შეტყობინებები წყდება უმოკლეს ვადაში.
თანხმობა და მისი გამოხმობა აღირიცხება.
4. მონაცემთა მიმღებები
მონაცემები შესაძლოა გადაეცეს კონკრეტულ მიმღებებს, მხოლოდ საჭიროების ფარგლებში: საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიას (მიწოდებისთვის), გადახდის პროვაიდერს/ბანკს (გადახდისთვის), IT/ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებელს (ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის), ასევე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს კანონით დადგენილ შემთხვევებში.
5. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
ცალკეული სერვისი (მაგ. ჰოსტინგი) შესაძლოა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობდეს. ასეთი გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად — შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლითა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებით. მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწვდით ინფორმაციას მიმღების, გადაცემის მიზნის, საფუძვლისა და გარანტიების შესახებ.
6. შენახვის ვადა
- შეკვეთისა და ბუღალტრული მონაცემები: ინახება კანონით დადგენილი ვადით (ჩვეულებრივ 6 წელი).
- ანგარიშისა და საკონტაქტო მონაცემები: ანგარიშის აქტიურობის პერიოდში და მის შემდეგ გონივრული ვადით.
- მარკეტინგული თანხმობის მონაცემები: თანხმობის გამოხმობამდე ან მოქმედების პერიოდში.
ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმდება.
7. მომხმარებლის უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან თანხმობის გამოხმობა. მოგვმართეთ: contact@libogroup.ge.